აბსურდულ რეზოლუციებს იღებენ, აბსურდულ ჩანაწერს ვერ ექნება ექნება ვერავითარი ფასი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"აბსურდულ ჩანაწერს ვერ ექნება ექნება ვერავითარი ფასი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. ნუ წარმოუდგენელია უბრალოდ რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი, უკვე მესამე შემთხვევაა და ეს მესამე კიდევ უფრო მეტად აბსურდულია ვიდრე მისი წინა ორი ვარიანტი. აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერ ექნება ვერანაირი ფასი, მითუმეტეს, რომ არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია არ გაზიარება არც ევროპულ კომისიას, არც ევროპულ საბჭოს. 

როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა თავდასხმაა, მითუმეტეს როცა სიცრუეზეა აგებული ასეთი ჩანაწერები ეს არის ცალსახად თავდასხმა ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე".

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი