
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის პრესცენტრის ცნობით, 16 თებერვლის მდგომარეობით, შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია მტრის 7 ხომალდი, რომელთაგან 2 “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდია და ჯამურად მასზე 16 რაკეტა ინახება.
საზღვაო ძალების სარდლობის ინფორმაციითვე, მტრის ერთი გემი დგას აზოვის ზღვაში, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში - 10, საიდანაც ხუთი კალიბრის საკრუიზო რაკეტების მატარებელია ჯამში 72 რაკეტით.
16 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
საჰაერო ძალების ცნობით, მტერმა 32 საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტა გაუშვა. უკრაინამ მათი ნაწილი გაანადგურა.
რამდენიმე რაკეტამ კი სამიზნეებს მიაღწია და ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა.