ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა - POLITICO

გამოქვეყნდა:

ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, უნგრელმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა. POLITICO-ს ინფორმაციით, სამშაბათის სესიაზე დეპუტატებთან კითხვა-პასუხის დროს, ვარჰეის მიკროფონის გამორთვა დაავიწყდა და მისი რეპლიკა - "კიდევ რამდენი იდიოტია?" - ყველამ გაიგო. 

ევროპარლამენტარების ნაწილი ვარჰეის რეპლიკას შეურაცხყოფად აფასებს და მის გადადგომას მოითხოვს, თავად ევროკომისარი კი ამბობს, რომ რეპლიკა კონტექსტიდან ამოღებული და კერძო საუბრის ნაწილი იყო.

ვარჰეი პასუხისმგებელია ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი