
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი შემოწმება იწყება. მიზეზი კი გარდაბანში, ბოლო დღეებში გახშირებული შემთხვევებია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ლილოში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტთან არის კავშირში და ამიტომ გადაწყდა ბაზრობის შემოწმებაც.
დღეს შესაძლოა ცნობილი გახდეს ლილოში დასაქმებულ იმ პირთა ტესტირების პასუხი, რომლებიც უკვე შეამოწმეს.