"დღეს ჩვენი პარლამენტი უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატად შეჩერდა" | ავსტრალიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

"დღეს ჩვენი პარლამენტი უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატად შეჩერდა", - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანეზი Twitter-ზე წერს და საკანონმდებლო უწყებაში გადაღებულ კოლექტიურ ფოტოს ავრცელებს.

"დიდება უკრაინას! ავსტრალია დგას უკრაინის გვერდით. დღეს ჩვენი პარლამენტი შეჩერდა, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ რომელიც თავის ქვეყანას რუსეთის არალეგალური შეჭრისგან გაბედულად იცავს, სოლიდარობა გამოეხატა" - წერს ენტონი ალბანეზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი