3 მარტს, თეთრ სახლში, ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი ერთმანეთს შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

3 მარტს, თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი ერთმანეთს შეხვდებიან - ინფორმაციას თეთრი სახლისს პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს. 

ცნობილია, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, თეთრ სახლში 
ეს შოლცის პირველი ვიზიტი იქნება. 

ჟან-პიერის თქმით: "კანცლერის ვიზიტი - ეს შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოში ჩვენ მოკავშირე გერმანიას შორის მეგობრობის ღრმა კავშირები".

მისივე თქმით, ბაიდენი და შოლცი უკრაინის მხარდაჭერისთვის მიმართულ ძალისხმევას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საექსპორტო კონტროლს და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი