მოძრაობა ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის | საზოგადოება "მთავარი არხის" დამფუძნებლის ირგვლივ ერთიანდება

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის - მოძრაობა, რომელიც ნიკას მეგობრებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს, დაფუძნებულია. ის ასევე ღიაა ყველასთვის, ვინც მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პოლიტიკური პატიმარია და მედიამენეჯერი გისოსებს მიღმა ქვეყნისთვის ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და ევროპულ მომავალს აკარგვინებს. 

მოქმედების დროა. ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას მასშტაბური გეგმები აქვს, რომელიც მთელ 
ქვეყანას მოიცავს და მის ფარგლებს გარეთაც იმოქმედებს. და, რაც მთავარია, ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო მიზნის მიღწევამდე, რადგან ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი