თურქეთში, სოც.ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გამო, 78 ადამიანს დააკავებენ

გამოქვეყნდა:

თურქეთის პოლიციამ სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების გამო, 78 ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა.

უწყების ინფორმაციით, მათგან 20 უკვე წინასწარ პატიმრობაშია. მაათივე ცნობით, გამოვლენილია სოციალური ქსელების 613 მომხმარებელი, რომელთა პოსტებიც შიშსა და პანიკას თესავდა საზოგადოებაში. საქმის წარმოება უკვე დაიწყო 293 მათგანის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი