თურქეთში, გასულ ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ მაშველება ნანგრევებიდან გოგო ცოცხალი ამოიყვანეს. 17 წლის ალეინა ოლმესმა ქალაქ კაჰრამანმარაში, ნანგრევებში 10 დღის განმავლობაში იყო.
მედია წერს, რომ ბავშვის ბიძა მაშველებს ჩაეხუტა და უთხრა "არასდროს დაგივიწყებთ", რადგან გადარჩენილების პოვნის იმედი თურქეთსა და სირიაში დღითი დღე მცირდება.
"როგორც ჩანს ჯანმრთელი იყო, თვალები გაახილა და დახუჭა. უკვე ერთი კვირაა ამ შენობაში ვმუშაობთ... ბედნიერები ვართ, როცა ცოცხალ არსებას ვპოულობთ, თუნდაც კატას", - უთხრა AFP-ს ადგილზე მომუშავე პირმა, რომელიც გადარჩენაში მონაწილეობდა.
ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. დაკარგულების ძებნა ისევ გრძელდება. ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.