"არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი?" - BBC-ის სიუჟეტი 

გამოქვეყნდა:

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი? - საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ტელეკომპანია BBC-ის ეთერში ვრცელი სიუჟეტი გავიდა.

საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებულ მასალაში დასმულია კითხვები: რა როლს თამაშობს პუტინი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და რა ადგილი უკავია პუტინის გეოპოლიტიკურ მიზნებში საქართველოს.

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, დენიელ კუნინი ამბობს, რომ ამ პატიმრობით კრემლი სარგებელს იღებს, საქართველოს კი მხოლოდ უარყოფითი შედეგები ექნება.

"მოსკოვის მოდელი სულაც არ არის რთული. მათ სურთ, რომ მათი ყოფილი საბჭოთა მეზობლები იყვნენ მათზე დამოკიდებულები და დაყოფილები. მიშა მრავალი გაგებით არის ძალიან მძლავრი სიმბოლო და მაგალითი ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რომელიც საკმარისად თამამია, რომ საკუთარი ტრანსფორმაცია მოახდინოს და დააწესოს მმართველობის განსხვაბებული მოდელი - განსხვავებული იმისგან, რისი დანახვაც მოსკოვში სურთ. თუ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, ეს გამოიწვევს დიდ და უარყოფით ძვრებს საქართველოს საზოგადოებაში და მე არ მესმის, რატომ უნდა აწყობდეს ეს ვინმეს თავად საქართველოში. მეორეს მხრივ, ნათელია, რომ სიტუაციის ასეთი განვითარება მოსკოვში გაუხარდებათ",- თქვა მან. 

სიუჟეტში მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და ჯანმრთელობის გაუარესებასა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებზე არის საუბარი და მოყვანილია ევროპარლამენტარების შეფასებები იმის შესახებ, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი