ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება არ არის ჩატარებული - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული "გრინსერვის +"-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ამბობს, რომ დღემდე ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარებულა. ის არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ დააყენოს მოთხოვნა წინა სასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზე, რადგან საკმარისი დრო არ აქვთ მტკიცებულებების გასაცნობად.

"დღემდე ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება არ არის ჩატარებული. თვითონ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების ბოლო ნაწილითაც ირკვევა ეს, რომ საინჟინრო და ტექნიკური ექსპერტიზები ჯერ ჩატარებული არ არის. ვინც ეს სამუშაოები შეასრულა, შადრევნის დეტალების მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენლებმა, ინჟინერმა, რომელიც იყო დაქირავებული, ჩამოსული, რომელმაც მონტაჟი განახორციელა ამ ტექნიკის, ეს ადამიანი ერთხელაც არ დაუბარებიათ გამოკითხვაზე. ვცდილობთ დაცვის მხარემ დავკითხოთ და როგორც მტკიცებულება სასამართლოს წარვუდგინოთ. რომელ გამოძიებაზე შეიძლება იყოს საუბარი და რა ობიექტურობაზე 4 თვის გასვლის შემდეგ მოხდა ბრალის დამძიმება და ფაქტობრივად დაცვის უფლების გარეშე დარჩა ბრალდებული, იმიტომ, რომ 23 თებერვალს არის წინა სასამართლო სხდომა დანიშნული და არ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაცვის მხარემ მოვითხოვოთ წინა სასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება", - თქვა ფურცხვანიძის ადვოკატმა. 

ცნობისთვის, პროკურატურამ ლაშა ფურცხვანიძეს, მისი კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტის" დირექტორსა და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. საქმეზე სულ ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი