"ევროპული საქართველო" გელათის საკონსერვაცი-სარეაბილიტაციის საქმესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს მიმართავს. პარტიის წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ აუდიტის ჩატარება აუცილებელია, რათა დადგინდეს რამდენად ეფექტურად მოხდა სახელმწიფო რესურსებისა და კულტურის სამინისტროს ხელში არსებული ბერკეტების გამოყენება.
"თუ ვიმსჯელებთ ფურცლებით, ფურცლით გელათი აღდგენილია და პრობლემები არ არის, რადგან, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართეთ აუდიტის სამსახურს, რომ ჩაატორონ ეფექტიანი აუდიტი, რამდენად სწორად და ეფექტურად გამოიყენა ის რესურსები, რა რესურსებიც გააჩნდა კულტურის სამინისტროსა და მემკვიდრეობის სააგენტოს. დასკვნაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, თუ აუდიტი არ მოახდენს აღნიშნული საქმის აუდიტირებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არის მთლიანად სისტემური დანაშაული", - თქვა ბესიკ დონაძემ.
ჯერ უცნობია, დაიწყებს თუ არა აუდიტი მოკვლევას.