ანტიდემოკრატიულია საკითხებისთვის ტაბუს დადება - პაპუაშვილი "ხალხის ძალის" კანონპროექტის კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკაზე ამბობს, რომ "ანტიდემოკრატიულია საკითხებისთვის ტაბუს დადება". მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც "უცხოური აგენტების" შესახებ კანონის გამო საქართველოს რუსეთს ადარებენ, მიუღებელია.

"ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით, უბრალოდ ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა თვითონ თემის და საკვირველია პრინციპში, როდესაც მიდის საუბარი გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში ითხოვენ გარკვეული ჯგუფები ამ საკითხისთვის ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია", - თქვა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, შესაძლებელია იყოს სენსიტიური თემები, თუმცა კანონს სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ. პაპუაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ფინანსური თუ სხვა სახის ინფორმაცია ადამიანებზე, რომელთა მონაწილეობით გადაწყვეტილებები მათზე გავლენას ახდენს.

"ეს არის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ექვემდებარებიან მაგალითად პარტიები, რომლებიც ადეკლარილებენ სურლად ყველა შემოსავალს, ყველა გასავალს, ეს არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ საჯარო მოხელეები, რომლებიც პირად შემოსავალს, ქონებას ადეკლარილებენ და იცით გამჭვირვალეა", - თქვა პაპუაშვილმა. 

მისი განცხადებით, რეგულაციის საკითხი მსჯელობის საგანია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი