ნიდერლანდების პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა 

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე კიევში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა - არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

"ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ ისინი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსაც შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია, რომ ვიზიტის ფარგლებში ისინი დაზიანებულ ენერგეტიკულ ობიექტებს მოინახულებენ",- წერს უკრაინული მედია

პრემიერთან ერთად უკრაინაში იმყოფება შიდა ვაჭრობის მინისტრი ლიშე შრეინმახერი. დილით რუტემ და შრეინმახერმა გვირგვინით შეამკეს კიევში მეხსიერების კედელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი