"პასუხი აგენტს" - "სირცხვილია" პაპუაშვილს ფინანსური დონორების ჩამონათვალს უგზავნის

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილია" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დღევანდელ განცხადებას პასუხობს და იმ დონორების ჩამონათვალს უგზავნის, რომლებიც მათ ფინანსურად ეხმარებიან. 

შალვა პაპუაშვილმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას მაგალითად "სირცხვილი" დაასახელა, რომელსაც ძალადობრივი ორგანიზაცია უწოდა და თქვა, რომ უცნობია საიდან ფინანსდებიან ისინი.

აქტივისტები პაპუაშვილს უმრავლესობის დეპუტატებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ:

"სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენივე გუნდის წევრების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით?" ასე მაგალითად:

  • ირაკლი კობახიძე, 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი
  • თავად თქვენ, 2017-2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი
  • სოზარ სუბარი, 1995-2000: ლონდონის "ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის" კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი;
  • ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერაძე: 1985-1991 რაიკომის მდივანი", - წერს სირცხვილია. 

"სირცხვილია" ამბობს, რომ სიცრუეა პაპუაშვილის ნათქვამი, თითქოს უცნობია ვინ აფინანსებს მათ.

"გემშვიდობებით საქართველოს ევროპული მომავლისა და იმის იმედით, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვისას, ერთხელ მაინც გაგაკვირვებთ მორალური კანონი თქვენში. მომავალ სიცრუემდე", - წერია წერილში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი