"ოცნების" ანტიდასავლური განცხადებები პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა - DRI

გამოქვეყნდა:

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, "ქართული ოცნების" ლიდერების  რიტორიკაში გახშირდა ევროსკეპტიკური და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ უარყოფითი განცხადებები. 

DRI-ს შეფასებით, "ქართული ოცნების" ლიდერები ცდილობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიღება წარმოაჩინონ როგორც ერთი მხრივ, უმნიშვნელო, არაფრად ჩასაგდები მოვლენა და მეორე მხრივ, როგორც უსამართლო გადაწყვეტილება.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკის მიზანია, საზოგადოების ნეგატიური განწყობა მიმართოს ევროკავშირისკენ და არა მის მიერ მიღებული, ქვეყნის ევროპული მომავლის დამაზიანებელი გადაწყვეტილებებისკენ, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს ქართველი ხალხის ნებას და აცხადებს, რომ  „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად."„ქართულ ოცნებას,“ მიუხედავად ხელისუფლებაში ყოფნისა, არ აქვს კონსტიტუციურ ჩანაწერში გაცხადებული სახალხო ნების შესაცვლელი ლეგიტიმაცია", - წერია DRI-ის განცხადებაში. 

მათივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში შეფერხების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს შეცდეომაში შემყვანი  საინფორმაციო კამპანიის დახმარებით.

ამასთან ერთად, DRI აღნიშნავს, რომ საკუთარი უმოქმედობის სხვისთვის გადაბრალების ნაცვლად, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა გადადგას ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, დემოკრატიული  პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის საფუძველი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი