21 თებერვალს უკრაინა, ევროკავშირი და NATO პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

გამოქვეყნდა:

21 თებერვალს NATO, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან NATO-ს გენერალური  მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება

შეხვედრა NATO-ს შტაბში გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ. 

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს ამგვარ ფორმატში NATO-ს, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა. 

"მე ველი შეხვედრას იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ევროპისა და უკრაინის დაცვისთვის", - განაცხადა კულებამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი