
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ კიევში გამართულ შეხვედრაზე ჰააგაში რუსეთის აგრესიის შესახებ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა განიხილეს.
მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები ქმნის "აგრესიაზე დევნის საერთაშორისო ცენტრს, სადაც მტკიცებულებები გროვდება, ხოლო დანაშაულები დოკუმენტირებულია"
Reuters-ის ინფორმაციით, რუტემ ასევე განაცხადა, რომ წელს ნიდერლანდები უკრაინაში კიდევ ორ სასამართლო მისიას გაგზავნის.
"ჩვენ გვსურს, რომ სასამართლო იყოს ჰააგაში. პირველი ოფისი შეიძლება იყოს Eurojust-ში. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვიმუშაოთ, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს", - ამბობს რუტე
შეხვედრაზე ზელენსკიმ და რუტემ განიხილეს უკრაინაში იარაღის მიწოდების საკითხიც.