არ ვაპირებ კონსილიუმის მოწვევას - აზარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, არ იცის როგორია  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც კონსილიუმის მოწვევას აპირებს.

აზარაშვილი ამბობს იმასაც, რომ პენიტენციურ სისტემას  საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი და ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს.

"არა, არ ვაპირებ [კონსილიუმის მოწვევას] კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პატიმრის უფლებები დაცულია პენიტენციურ სისტემაში. პენიტენციურ სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა არის მრავალპროფილური და აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს. ეს არის ჩემი პასუხი" - ამბობს აზარაშვილი

აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე, სადაც წერია, რომ კახექსია და დემენცია არის სასჯელის გადავადების საფუძველი ამბობს, რომ არ იცის რა წერია ბრძანებაში და ამის მიზანშეწონილობაზე მხოლოდ სასამართლომ უნდა იმსჯელოს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი