სუმის ოლქის ადმინისტრაცია რეგიონის საზღვრებთან 10 000 რუსი სამხედროს ყოფნას არ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

The Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სუმის რეგიონის საზღვრებთან, 10 000 რუსი სამხედროს ყოფნის შესახებ, სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია არ ადასტურებს

"ქალაქ სუმის საზღვარზე 10 000 რუსი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დღეის მდგომარეობით, სამხედროების ინფორმაციით, სუმის რეგიონის საზღვარზე მტრის დამრტყმელი ჯგუფი არ დაფიქსირებულა", - ნათქვამია განცხადებაში.

The Times აღნიშნავს, რომ მათი წყარო უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი ანდრეი გულაკოვი იყო. 

სუმის სამხარეო ადმინისტრაციამ სამართალდამცავ ორგანოებს წყაროს შესამოწმებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი