
თბილისში დაკარგული 15 წლის მოზარდი, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყების ინფორმაციით, მოზარდი მშობლების თანდასწრებით გამოიკითხება.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს.
მოსკოვის გამზირზე მცხოვრები 15 წლის მოზარდი ბოლოს ბათუმში ნახეს, ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ოჯახი მას 5 დღის განმავლობაში ეძებდა.
არასრულწლოვნის მამა ამბობდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ბავშვი დაიკარგა. მისი თქმით, ბოლოს მსგავსი შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა და მაშინ მოზარდი სახლში საკუთარი სურვილით დაბრუნდა.