ხუთდღიანი უშედეგო ძებნა - მოსკოვის გამზირზე მცხოვრები 15 წლის მოზარდი ბოლოს ბათუმში ნახეს და შემდეგ მისი კვალი საბოლოოდ იკარგება. სამართალდამცველებმა დაკარგული ბავშვის ოჯახში, დედა დაკითხეს. სახლიდან გამოსულმა სამართალდაცავებმა "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხეს და შსს-ს პრესცენტრთან გადაგვამისამართეს.
დაკარგულის მამა ამბობს, რომ ნინო ჯარიაშვილმა სახლიდან წასვლამდე დედას ბარათი დაუტოვა, სადაც ეწერა, რომ მისი მოძებნა აღარ სცადონ. მისივე თქმით, წერილში საუბარია, სავარაუდოდ, კონფლიქტის შესახებ ნინო ჯარიაშვილსა და დედას შორის. თუმცა, ამ ვერსიას არასრულწლოვნის მამა ვერ ადასტურებს, რადგან ცოლ-ქმარი დაშორებულია და როგორც ის აცხადებს, დაკარგული ბავშვის დედასთან კონტაქტი დიდიხანია არ ჰქონია.
რაღაც წერილი დაუტოვებია, რომ თქვენთან ცხოვრება არ მინდა, თუ რაღაც ასეთი მსგავსი, მეტი არაფერი არ ვიცი. ბათუმში შეამჩნიესო, ბათუმში არის დაფიქსირებული და ტერიტორიულად არის ბათუმშიო, ეს გავიგე, მეტი არაფერი. სად არის, როგორ არის, რას აკეთებს, ვისთან ერთად არის, ცოცხალია, მკვდარია არ ვიცი. ვინც კი ვიცოდი, მაგის მხირდან მეგობრები, დაქალები ყველა ვნახე აბოლუტურად, ვერსად ვერ ვპოულობ. ამიტომ მივმართე პოლიციას, იქნება რამენაირად დამეხმარონ, ბავშვი მაპოვნინონ, მაგრამ იქიდანაც არანაირი შედეგი არ არის, ჯერჯერობით, - ამბობ დაკარგულის მამა.
არასრულწლოვნის გაუჩნარების ეს პირველი შემთხვევა არ არის. დაკარგულის მამა ამობს, რომ ის დაახლოებით ერთი თვის წინაც დაიკარგა და ბოლოს მან თავად მიმართა ქობულეთში, სოციალურ სამსახურს და სახლში დაბრუნდა.