სამოქალაქო საზოგადოება ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას უერთდება. "მთავარი არხის" დირექტორის მეგობრების და კლუბ "რა სად როდის" წევრების ინიციატივით შექმნილი გაერთიანება ახალ მხარდამჭერებს იძენს და უკვე აანონსებს სამოქმედო გეგმას. მთავარ და ერთადერთ ამოცანად უკანონოდ დაკავებული და პოლიტპატიმრად ქცეული მედიამენეჯერის გათავისუფლება რჩება.
ბიძინა ივანიშვილის პატიმრობაში მყოფი ნიკას გასათავისუფლებლად უკვე დაიგეგმა პირველი ნაბიჯები- საინფორმაციო კამპანია თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეებისთვის ნიკა გვარამიას პატიმრობის აბსურდულობის უკეთ ასახსნელად. შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან იმ მიზნით, რომ დაარწმუნონ სალომე ზურაბიშვილი, რომ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯი უკანონო პატიმრის და ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად.