20 თებერვალი, 16 ქვეყნის 17 ქალაქი - გლობალურ აქციას მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, თბილისსა და ბათუმშიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

20 თებერვალი, 16 სხვადასხვა ქვეყნის 17 ქალაქი. პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მორიგ აქციას აანონსებს. რუსი უფლებადამცველის კამპანიას უერთდებიან  თბილისშიც. ყველა ვინც თანხმდება, რომ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ სასწრაფოდ არის გადასაყვანი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბება. კიდევ ერთი ადგილი ბათუმი იქნება. მარკ ფეიგინის ინიციატივითა და ორგანიზებით  მსოფლიოს მასშტაბის  აქციები  გაგრძელდება ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას არ მისცემს.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი