
ბრიტანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, იტალია, ლატვია, საბერძნეთი, ესპანეთი, მოლდოვა, შვედეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ბულგარეთი, და უკრაინა - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც 20 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები გაიმართება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 17 სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად ადამიანები ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბებიან- გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
პროტესტის ორგანიზატორი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საგანგებო აუდიენცია გაიმართება პოლონეთში, სადაც ერთმანეთს ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან. არაა გამორიცხული რომ სწორედ ამ დღეს ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილონ.
"ეს უკვე მეორე აქციაა, პირველი იყო 4 იანვარს და ის გაიმართა ევროპის, ამერიკისა და მთელი რიგი სხვა კონტინენტების დიდ ქალაქებში, იაპონიაშიც კი. მაშინ ეს აქციები იმართებოდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეგზავნათ სამკურნალოდ. ეს მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა, ამიტომ ახლა, 20 თებერვალს, აქციები გაიმართება უკვე იმ ქვეყნების პარლამენტებთან და მთავრობებთან, რათა ეს ქვეყნები ჩაერიონ და მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუშვან სამკურნალოდ. ეს შეიძლება იყოს როგორც ამნისტია პირველ საქმეზე, ასევე სასჯელის გადავადება, ანუ ის მოთხოვნა, რომელიც ახლა, სულ ბოლოს, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს არის მთავარი მიზანი და ამოცანაა.
ეს აქციები დაემთხვა უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს, სააკაშვილი კი უკრაინის მოქალაქეა. ახლა ბაიდენი ჩადის პოლონეთში, სადაც ზელენსკის შეხვდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ იქნას გაკეთებული შესაბამისი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. შესაძლოა, ეს იყოს საჯარო ან არასაჯარო, მაგრამ ისინი მიმართული იქნება სააკაშვილის კრიზისის გადაწყვეტისკენ და მე მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ ძლიერი ბერკეტია მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად. შანსი არის, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს." ამბობს მარკ ფეიგინი.
იხილეთ:
აქციების ჩატარების დრო და ადგილი:
20 თებერვალს - 15:00 საათზე
თბილისი - სახელმწიფო კანცელარიასთან
აშშ.
ვაშინგტონი - 19 თებერვალი, PM 2:30, თეთრ სახლთან (ლაფაიეტის სკვერი)
ბრიტანეთი.
ლონდონი - 20 თებერვალი, 12.00, პარლამენტთან,
პოლონეთი.
ვარშავა - 20 თებერვალი, 12.00, პრეზიდენტის სასახლესთან, Krakowskie Przedmieście 46/48
უკრაინა
კიევი - 20 თებერვალი, 12:00 საქართველოს საელჩოსთან, Tarasa Shevchenko Blvd 25, Kyiv, 01032
ნიდერლანდები.
ჰააგა, 20 თებერვალი, 16:00, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, Rijnstraat 8,
გერმანია.
ბერლინი - 20 თებერვალი, 12.00, გერმანიის კანცლერის ოფისთან (Bundeskanzleramt),
_
დიუსელდორფი.
20 თებერვალს, 12:00 საათზე.
დიუსელდორფის რეგიონალური ადმინისტრაციის შენობა.
მისამართი: Platze Des Landtag 1,40221 Düsseldorf.
ავსტრია.
20 თებერვალი, 15:00 საათი.
ქალაქი ვენა. მისამართი: Ballhauspl. 2, 1010 Wien
იტალია.
ქალაქი რომი - 20 თებერვალი, 12.00 საათზე.
მისამართი: Piazza del Parlamento
ლატვია.
რიგა - 20 თებერვალი, 12.00, მთავრობის სახლთან (Ministru Kabinets), Brīvības bulvāris 36
საბერძნეთი.
ათენი - 20 თებერვალი, 16.00, პარლამენტთან, სინტაგმას მოედანი
საფრანგეთი.
პარიზი - 20 თებერვალი, 18.00, Assemblée Nationale, Place du Président Edouard Herriot (Metro line 12, Assemblée Nationale)
ესპანეთი.
მადრიდი - 20 თებერვალი, 12.00, პრემიერ მინისტრის ოფისთან, Palacio de la Moncloa, Ávenida Puerta de Hierro, s/n, 28071
მოლდოვა
კიშინოვი - 20 თებერვალი, 12.00, პრეზიდენტ მაია სანდუს ადმინისტრაციასთან, 154 Stefan cel Mare si Sfant bd.
შვედეთი.
სტოკჰოლმი - 20 თებერვალი 12.00, Mynttorget
ისრაელი
თელ-ავივი - 20 თებერვალი, 12.00, Ramat Gan, Shoham St 5-7
ბულგარეთი
სოფია - 20 თებერვალი, 12:00, Council of Ministers, бул. „Княз Александър Дондуков" 1, Sofia Center