ბულგარეთში, სატვირთო ავტომანქანაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მახლობლად, სატვირთო ავტომანქანაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან.

არსებული ინფორმაციით 14 ადამიანი ცოცხალი იპოვეს, თუმცა 8 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

ბულგარეთის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთოში სულ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შეშის ქვეშ იმალებოდნენ.

სატვირთოს მძღოლმა გაქცევა მოახერხა. მიმდინარეობს ძებნა და საგამოძიებო მოქმედებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი