
რუსეთში, ტუვას ოლქში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის ომში ლიკვიდირებული რუსი სამხედროს ოჯახს მადლობის ნიშნად, 1 შეკვრა პელმენები აჩუქა.
ინფორმაციას უკრაინული UNIAN ავრცელებს და წერს, რომ "საჩუქრის" დრო დაემთხვა ახალ წელს, რომელიც ტუვაში 17 თებერვალს აღინიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი საჩუქარი მრავალშვილიანმა დედამ, ვალენტინა ონდარმაც მიიღო, რომლის უმცროსი ვაჟი დაიღუპა, ხოლო მეორე ჯერ კიდევ ომშია.