
საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინი რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებით ტყუილში ამხილა. Politico-ს ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გასულ წელს პუტინმა ის დაარწმუნა, რომ "ვაგნერს" რუსეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მაკრონმა აღნიშნა, რომ მაშინ მას სჯეროდა პუტინის სიტყვების
"ერთი წლის წინ მე ვესაუბრე პუტინს და მან დამარწმუნა, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო ვაგნერის ჯგუფთან. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვაგნერის ჯგუფი ჩართულია რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვეულებრივი მაფიოზური სახელმწიფოა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო კომპანია. აღნიშნულ ჯგუფს რუსეთი მოწინავე პოზიციების გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად იყენებს. "ვაგნერი" ცნობილია თავისი "ოპერაციებითა" და სისასტიკით აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი დამფუძნებელი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინია. პრიგოჟინი უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად, "ვაგნერში" რუს პატიმრებს აწევრიანებს და ფრონტის ხაზზე გზავნის.