პოლონეთი უკრაინისთვის MiG-29-ის გადაცემას განიხილავს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი განიხილავს უკრაინას MiG-29-ის გადაცემას და კოალიციაში გაწევრიანებას, რათა უკრაინას მიაწოდოს F-16-ის მრავალფუნქციური გამანადგურებელი.

დუდამ განაცხადა, რომ F-16 პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია: "უკრაინელი მფრინავების მომზადებას მრავალთვიანი მომზადება სჭირდება“.

"რა თქმა უნდა, "ნატოს" ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს MiG-ის ტიპის თვითმფრინავი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ ამ საკითხს”,- თქვა დუდამ. 

დუდას თქმით, "პრობლემაა“ პოლონეთის მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების საკითხში, ვინაიდან  "მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბებისა და საერთო პოტენციალის გათვალისწინებით, პოლონეთშიც არ არის საკმარისი“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი