
თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთში 264 000 ბინა განადგურდა და ბევრი ადამიანუ კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, პარასკევს თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 39 672-ს შეადგენს, მეზობელ სირიაში კი 5 800-ზე მეტი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ სირიაში დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი დღეების განმავლობაში არ შეცვლილა.