
დღეს დილით, უკრაინის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ბოლო ცნობებით, რომელსაც უკრაინული მედია UNIAN აახლებს:
განგაშის გამოცხადებიდან მალე, ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა დაწერა, ოკუპანტები შავი ზღვიდან ისვრიან.
”ორი გაუგებარი სამიზნე ტოვებს ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთით, მიფრინავენ დასავლეთის მიმართულებით, შავი ზღვიდან გაშვებები დადასტურებულია“,- დაწერა კიმმა.
ხარკოვის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელმა სერგეი მელნიკმა ფეოდოსიის რეგიონიდან 6 კალიბრის რაკეტის გაშვების შესახებ გაავრცელა ცნობები. მან ასევე განაცხადა, რომ რაკეტები გაშვებულია დასავლეთის მიმართულებით.
საფრთხის შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმაც. "ნუ უგულებელყოფთ განგაშს". მისი ინფორმაციით, მტერი იყენებს ტაქტიკურ თვითმფრინავებს.
გაფრთხილება ასევე გამოაქვეყნა ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ. „ლვოვის რაიონის მცხოვრებლებო, ჩადით თავშესაფარში“, - წერს ის.
სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება შეტყობინებები კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ხმების შესახებ. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა.
ამასთან ხმელნიცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გამალიმ რეგიონში აფეთქებების შესახებ განაცხადა.
"ხმელნიცკიში აფეთქება მოხდა, დარჩით თავშესაფარში!" - წერს მან და მალევე დაამატა, რომ მორიგი აფეთქების ხმაც გაისმა.
ამასთან უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის საგანგებო გამორთვაა. გამოცემის ცნობით, ეს თავიდან აიცილებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას, თუ მტრის რაკეტები მიზანს მიაღწევენ.
ამასთან ელექტროენერგიის პრევენციის მიზნით გამორთვას იწყებენ სხვა რეგიონებში. ამის შესახებ ელექტროენერგიის შესაძლო დროებითი გათიშვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის საფრთხის გამო ელექტროენერგიის გარეშეა ჩერკასის რეგიონიც, იტყობინება რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეც.