
გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ქვეყანაში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები დაიწყო, ის ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალსა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა. დღეს კი მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში მიიღებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, EBRD-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.