ჰარისი: აშშ-მა დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინაშე - ყველა პასუხს აგებთ

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინის ომში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.

ამის შესახებ კამალა ჰარისმა გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მე ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაულები და მათ ზემდგომ პირებს, რომლებიც ამ ყველაფრის თანამონაწილე არიან - თქვენ პასუხისგებაში მიეცემით.

ამ არაპროვოცირებული ომის დაწყების დღიდან, ჩვენ მოწმე გავხდით რუსული ძალების საშინელი სისასტიკისა და ომის დანაშაულების. რუსულმა ძალებმა განახორციელეს ფართო და სისტემური თავდასხმები მშვიდობიანი მოქალაქეებზე - საშინელი მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და დეპორტაცია", - თქვა კამალა ჰარისმა.

სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა ისაუბრა ომის დანაშაულის მტკიცებულებებზე. კერძოდ, რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებზე, ასევე საავადმყოფოებისა და სამშობიაროების დაბომბვაზე, რის შედეგადაც ორსული ქალი დაიღუპა, ასევე მარიუპოლის თეატრზე თავდასხმაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბუჩაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებზე, სადაც მოქალაქეები დახვრიტეს. ასვე მაგალითად მოიყვანა გაეროს ანგარიში, რომელიც რუსი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას შეეხებოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი