
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი მოელის, რომ ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიწვევას მიიღებს.
„ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა მიიღებს ასეთ მოწვევას და დაიწყებს გზას ალიანსში გაწევრიანებისკენ“, - თქვა სტეფანჩუკმა შაბათს ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განხილულ საკითხებს შორის არის „უკრაინის ნატოში მიწვევასთან დაკავშირებული საკითხები“.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.