ნიკა გვარამიას ისტორია არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უსწორდება ოლიგარქი კრიტიკულ მედიას - ევროპული მედია

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია - ამას არა მხოლოდ საქართველო და ევროკავშირი, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ნიკა გვარამიას ისტორია არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უსწორდება ოლიგარქი კრიტიკულ მედიას  - ამის შესახებ ცნობილი გერმანული გამოცემა "ფრანკფურტერ ალგემაინე" წერს. 

ჟურნალისტი მიმოიხილავს ნიკა გვარამიას პატიმრობის ისტორიას და წერს, რომ პოლიტპატიმრის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კია ადასტურებენ, რომ მას აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, რაც მისი დაპატიმრების მიზეზი გახდა. 
 

"2022 წლის მარტის დასაწყისში, საქართველომ ისევე როგორც მოლდოვამ და უკრაინამ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად მოთხოვნა გააგზავნა. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ტვიტერზე დაწერა: "ევროკავშირთან სრული ინტეგრაცია ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს პრიორიტეტის წარმოადგენს". ერთი თვის შემდეგ, საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსზე უარი მიიღო. ნიკა გვარამიას განაჩენმა პრემიერმინისტრის სიტყვები გადაწონა. ჟურნალისტის, მედია-მენეჯერის და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტელეარხის თანამმართველის დაჭერა არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველომ უარი მიიღო. ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რომლის სიცოცხლე საფრთხეშია. თუ უზენაესი სასამართლო გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს შეუცვლელად დატოვებს, საქართველო წელსაც ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობა. სინამდვილეში გვარამიას შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ იმართება საქართველოში ყველაფერი უმუშევარი მულტი მილიარდერის მიერ, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. მან ახლანდელი მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დააფუძნა და საკუთარი ფულით მოიგო არჩევნები" - წერს გამოცემა

გერმანული გამოცემის გარდა, ნიკა გვარამიას შესახებ ანალიტიკური მასალა დღეს კიდევ რამდენიმე ევროპულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა. მათ შრისაა "ევრო ფაილი", სადაც არის დისკუსია ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილსა და ადვოკატ თამთა მურადაშვილთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი