
თურქეთში, მიწისძვრიდან მე-13 დღეს, ჰატაის ცენტრში, სახლის ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"მიწისძვრიდან მე-13 დღეს ჰატაის ცენტრში, შუკრიუ კანატლას რაიონში, ბინის ნანგრევებიდან სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს.. სამწუხაროდ, გადარჩენილი 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანისას გზაში გარდაიცვალა" - წერს CNN Türk
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაღუპულთა რაოდენობამ კი 45 000-ს გადააჭარბა.