ნადირობა "უცხოეთის აგენტებზე" - "ოცნების" ყოფილი "ენჯეოშნიკები", რომლებიც წარსულში საზღვარგარეთიდან იღებდნენ ხელფასებს

გამოქვეყნდა:

ე.წ. უცხოეთის აგენტებზე ნადირობა გამოცხადებულია. მმართველმა პარტიამ მის რადიკალურ ნაწილს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაარეგისტრირებინა, რითაც კონტროლის ახალ ბერკეტს მოიპოვებს და არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააკონტროლებს. 

სტრატეგიული პარტნიორებიდან ამერიკის შეერთებული შტატები პირველი იყო, რომელმაც ოცნება სიცრუეში ამხილა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს რომ რეგულაციების ეს მოდელი ამერიკულია, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტიდან დიპლომატიური შელამაზების გარეშე თქვეს, რომ მას ამერიკულ ვერსიასთან საერთო არაფერი აქვს და ის რუსული მოდელის ანალოგია. 

შემდეგ იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც პროექტის მიღების შემთხვევაში შემზარავ ეფექტზე ალაპარაკდა და პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა კანონპროექტს მხარი არ უნდა დაუჭირონ. ვკითხეთ რას აპირებენ ოცნების ის წევრები, ვინც  ე.წ. უცხოეთის აგენტებად მუშაობდნენ, იქამდე ვიდრე პოლიტიკაში წავიდოდნენ. შესაბამისად ხელფასებსაც და  დაფინანსებასაც საზღვარგარეთიდან იღებდნენ. ოცნებაში ე.წ. ყოფილი ენჯეოშნიკების სია გრძელია. თუმცა დღეს მზად არიან ქვეყნის ევროპული გზას, რუსული კანონის მიღებით ხელი შეუშალონ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი