
რუსი ჯაშუშები გერმანიაში. ამერიკული გაზეთი „სიეტლ თაიმსი“ გერმანიაში მცხოვრები ჯაშუშების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ბავარიის ქალაქ ვაილჰაიმში დააკავეს საფეხბურთო მწვრთნელი, კარსტენ ლინკე, რომელიც გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ რუსეთის უშიშროების სამსახურისგან ასობით ათას ევროს იღებდა.
სტატიის ავტორი წერს, რომ ლინკეს თანამოაზრე, რომელიც ასევე დაკავებულია, არის არტურ ელერი, რომელიც მისი კურიერის ფუნქციას ასრულებდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ლინკე და ელერი ბევრს მოგზაურობდნენ და ვიზიტით რამდენჯერმე თბილისშიც იმყოფებოდნენ. „სიეტლ თაიმსი“ წერს იმასაც, რომ გერმანელი გამომძიებლების აზრით, ლინკესა და ელერის საქმე მხოლოდ აისბერგის წვერია და გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ გაცილებით მეტი ჯაშუში მუშაობს.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი