
"არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ" - ორი დღის წინ თქვა. უფრო ადრე, თვე ნახევრის წინაც იგივე, ოღონდ სხვა სიტყვებით. ქართველი ხალხის სახელით სტრატეგიულ პარტნიორებს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ელაპარაკება. იმ ხალხის სახელით, რომლის ისტორიული არჩევანიც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. იმ ხალხის სახელით, რომელიც ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის წლებია იბრძვის და ამისთვის სისხლსაც ღვრის.
ქართველი ხალხისთვის ერთი ხელის მოსმით ევროპული პერსპექტივის მოსპობაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც ევროპაში ყველა ევროპული სიკეთით სარგებლობდა და სარგებლობს. მეტიც წლები იქ ცხოვრობდა, უძრავ ქონებასაც ფლობს და თმის შესაჭრელადაც კი მილანში დადის.
მივიღებთ თუ ვერ მივიღებთ ევროპისგან კანდიდატის სტატუსს, ამით კახი კალაძეს არაფერი დააკლდება, რადგან მას ყველა ევროპული სიკეთე ნებისმიერ შემთხვევაში ექნება. საქართველოს რიგითი მოქალაქე კი ბევრს კარგავს და დაკარგავს.
ავტორი: ნინო გიგაური