ვიქტორ ორბანის მთავრობა ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის მაშველი რგოლია. უნგრეთმა დაბლოკა ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ოცნების ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოხატვას გულისხმობდა. პროტესტი კი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონურმა მედიამ გაავრცელა. ოფიციალურ ვარშავას ასეთი ინიციატივა აქვს - მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის ვადა შეუჩერდეს და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს. უნგრეთის გარდა პოლონეთის ამ წინადადებას ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა.
ოცნების მთავრობამ ამის შესახებ იცოდა და პოლონეთის ინიციატივის დაბლოკვისთვის უნგრელ ევროპარლამენტარებს მადლობა პირადად ირაკლი კობახიძემ გადაუხადა.
როგორ გახდა ვიქტორ ორბანის მთავრობა მაშველი რგოლი ქართული ოცნებისთვის? უნგრეთი ერთადერთია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებიდან, რომელიც ოცნების ანტიდასავლურ ქმედებებს არ აკრიტიკებს და პირიქით იწონებს. მეტიც ღარიბაშვილი-ორბანი ერთმანეთს საჯარო გამოსვლებისას აქებენ კიდეც