
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტა მათი ეკონომიკური ზონის წყლებში ჩავარდა.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანმა რაკეტა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების გაფრთხილების შემდეგ, სავარაუდოდ მათ პასუხად გაუშვა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, რაკეტა ჰაერში 60 წუთის განმავლობაში იყო. გემების ან თვითმფრინავების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თეთრმა სახლმა დაგმო ფხენიანის ქმედება და განაცხადა, რომ საკუთარი ქვეყნისა და მოკავშირეების დასაცავად ყველა ზომას მიიღებს.