
ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, რომ სანქტ-პეტერბურგში დახურავს თავის საკონსულოს და ჰააგაში რუსეთის საელჩოში მომუშავე რუსი დიპლომატების რაოდენობას შეამცირებს.
"რუსეთი აგრძელებს დიპლომატიის საფარქვეშ ნიდერლანდებში დაზვერვის აგენტების ფარულად გაგზავნას. ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ ამას. ამავდროულად, რუსეთი უარს ამბობს ვიზების გაცემაზე ჰოლანდიელი დიპლომატებისთვის, რომლებიც იმუშავებენ პეტერბურგში საკონსულოში ან მოსკოვში საელჩოში...ამიტომ, რამდენიმე დიპლომატმა უნდა დატოვოს ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ
გარდა ამისა, ნიდერლანდების ხელისუფლება ამსტერდამში, რუსეთის სავაჭრო ოფისის დახურვას გეგმავს.