ძლიერი სიგნალები წამოვიდა პარტნიორებისგან, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაზე - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ამ კვირის განმავლობაში ძლიერი სიგნალები და კონკრეტული შეთანხმებები წამოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ,  რუსეთის აგრესიისა და ტერორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობის შესახებ.

რუსეთის ყოველი თავდასხმას ხარკოვზე, სუმის ოლქზე, დონეცკის ოლქზე, ხმელნიცკზე, ნიკოპოლზე და უკრაინის ყველა კუთხეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ტერორისტულ სახელმწიფოსთვის.

ტრადიციულად მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ახლა იცავს ჩვენს სახელმწიფოს ბრძოლის ველზე და ჩვენს ხალხს რუსული დაბომბვისგან.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ყველა, ვინც დონეცკის რეგიონს იცავს. იქ ყველაზე სასტიკი და პრინციპული ბრძოლა მიმდინარეობს. დაპირისპირება, რომელზედაც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რისთვისაც უახლოეს მომავალში ვემზადებით. 

მადლობას ვუხდი 79-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მედესანტეებს, 35-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის საზღვაო ქვეითებს, 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ქვეითებს, 55-ე ცალკეული და 27-ე სარაკეტო საარტილერიო ბრიგადების ჯარისკაცებს.

ყველას, ვინც ეფექტურად და დროულად უზრუნველყოფს ლოჯისტიკას ჩვენი ჯარების მხარდამჭერისთვის! გმადლობთ! მადლობა ყველას, ვისთვისაც უკრაინის სტაბილურობა და ჩვენი პოზიციები უპირობო, ოფიციალური და პროფესიული პრიორიტეტია!

დიდება ყველას, ვინც დღეს ბრძოლაშია! მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვა ამ ომმა, რუსეთმა და მისმა აგრესიამ!

დიდება უკრაინას!"

თქვა დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი