სირიის ცნობით, ისრაელმა დამასკო დაბომბა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

გამოქვეყნდა:

სირიის სახელმწიფო მედიის SANA-ს ინფორმაციით, ისრაელს საჰაერო ძალებმა 18 თებერვალს ღამით დამასკოს საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. 

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სირიის მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მედიის ინფორმაციით, დაჭრილთა შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

SANA წერს, რომ სირიის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა რაკეტების უმრავლესობის ჩამოგდება. სირია ხშირად აცხადებს, რომ ისრაელის რაკეტებს აგდებენ, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ამ განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებენ. 

ქვეყნის რამდენიმე მედია იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია.

სირიის ოპოზიციური მედია Orient News აცხადებს, რომ თავდასხმების სამიზნე ირანული ფორმირებების წარმომადგენლები იყვნენ. 

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავებმა ცალ-ცალკე დაბომბეს ირანისა და სირიის რეჟიმის სამხედრო ობიექტი დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, ასევე სი ზეინაბსა და ალ-კივაჰში.

გამოცემა წერს, რომ კაფარ სოუსაში საცხოვრებელი კორპუსების დაზიანება გამოწვეული იყო არასწორად გაშვებული სირიის საზენიტო რაკეტით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი