ასე თუ გაგრძელდა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქ დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ასე თუ გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქ დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება" - ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი,  მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

"შაბათის მთავარის" ეთერში საუბრისას, მან განმარტა, რას ნიშნავდა მისი სიტყვები "ლინჩის წესზე", რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რამდენიმე დღის წინ გამოიყენა

"ასე თუ გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქ დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება. ნამდვილად ასე იქნება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დააკარგა 1 კგ რაღაც დროის მერე უნდა გაჩერდეს, თორემ მოკვდება ადამიანი...  

ლინჩის წესი ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და  გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი...

აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ძალიან ცუდი იქება ყველასთვის...

გაიგონეთ ადამიანებო, რომ ეს ადამიანი კვდება და მისი სიკვდილი ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ცუდი იქნება, ვიდრე მისთვის თვითონ "- ამბობს მეუფე ნიკოლოზი

მეუფე აღნიშნავს, რომ ეკლესია მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაფერს აკეთებს და რომ მასთან საზიარებლად პატრიარქის კურთხევით დადის. მისივე თქმით, სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესია სხვა ფორმით ვერ ჩაერევა მართლმსაჯულებაში.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი