ბორელი: უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან EU-ის წევრები

გამოქვეყნდა:

არ ვიცი, რა არის სადებატო გაფართოებაზე. ვემზადებოდი უსაფრთხოების არქიტექტურაზე, გეოპოლიტიკურ ევროპაზე სასაუბროდ, როგორ გავუმკლავდეთ ომს, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა გაფართოებაზე იმაზე მეტი, რაც ევროპელმა ლიდერებმა, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა უკვე თქვეს - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, წევრი ქვეყნების ლიდერებმა. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ ჩართულები არიან, ევროსტრუქტურებმა პროცედურები შეძლებისდაგვარად სწრაფად გიარეს, მაგრამ პროცედურები არსად წასულა. წარმოუდგენელია დახმარება პროცედურების გავლის გარეშე, წესები ადგილზეა და ის უნდა შესრულდეს. მე არ ვარ სპეციალისტი გაფართოების წესებსა და გზების საკითხებში, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად და განმეორებით, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და რომ პროცესი ღიაა. მოლოდინი არ გვაქვს, რომ ყველაფერი ერთ ღამეში მოხდება, ეს დამოკიდებულია მოთხოვნების შესრულებაზე.

- თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. ტექსტს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი