ბრიტანეთის პრემიერი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ უკრაინაში ომი გლობალურია - დაუნინგ სტრიტი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი თანხმდებიან, რომ უკრაინაში ომი გლობალურია.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

"ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში პუტინის ომი გლობალური ომია, როგორც სურსათისა და ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე, მისი გავლენის მხრივ, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებზე, როგორიცაა სუვერენიტეტი, მისი შედეგებით. პრემიერმინისტრმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დაგმეს ქვეყნები, რომლებმა პუტინის ძალისხმევას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მხარი დაუჭირეს", - თქვა დაუნინგ სტრიტის პრესსპიკერმა.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ლიდერებმა განიხილეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სამომავლოდ უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი