საქართველომ კარგად იცის პუტინისგან მომავალი საფრთხე, საკუთარ თავზე გამოსცადა მიწების თავხედურად მიტაცება - დურბინი

გამოქვეყნდა:

საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის  პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას  თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ  ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა , როგორც ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა  წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატოს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას

თქვა ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა. ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი