
კიევსა და უკრაინის ბევრ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ "Telegram-ის" არხში ავრცელებს.
განგაშის შესახებ Telegram-ის საკუთარ არხზე წერს პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრო ლუნინი.
ცნობები განგაშის შესახებ ვრცელდება უკრაინული მედიის "ტელეგრამის" არხებშიც.