სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზა - საბჭოთა რუსეთის იმპერია სწორედ ასე ეძახდა გზას, რომელიც მამისონიდან რაჭაში გადმოდის. ბოლო წელია, რუსეთი ამ მიმართულებით აქტიურად აშენებს საავტომობილო მაგისტრალს, თავისი გვირაბებით, დამხმარე ინფრასტრუქტურით და აშენებს ახალ 4 სეზონიან კურორტსაც.
უკრაინაში გაჩაღებული ომის მიუხედავად, გასული წლის დეკემბერში პირადად პუტინმაც კი მოიცალა მამისონისთვის, რაც რბილად რომ ვთქვათ, უცნაური დამთხვევაა კარასინი-აბაშიძის საუბრის თემატიკასთნ. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებეული არებობდა გეგმა, მამისონიდან საავტომობილო გზა ონამდე, იქიდან საჩხერემდე და იქიდან თბილისამდე გამოეყვანათ. ონი-საჩხერის მონაკვეთი საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ დაასრულა. დანარჩენი ნაწილი ისედაც იყო და ახლა როგორც ჩანს შოვისა და მამისონის მონაკვეთის ჯერი დგება.
არ დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონზე, სადაც 1 მლდ კვადრატული მეტრი ტყის მასივი, ანუ მთელი დაუსახლებელი ტერიტორია ამ კუთხეში, რუსეთიდან დაბრუნებულ ბიზნესმენს გადაუფორმეს. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ რაჭველებს შოვის განვითარების გენერალური გეგმა წარუდგინა. გაჩნდა განცდა, რომ ვიღაცებს ზევით დარჩენილი ტერიტორიების გადანაწილება და რეგიონის მასობრივი განაშენიანებისთვის შემზადება სურთ, რომლის შემდეგ უძრავი ქონების მეპატრონეთა დიდი ნაწილი შესაძლოა რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდეს, როგორც ეს სხვა კურორტების შემთხვევაში მოხდა.